header-logo
header-logo

React-ის კურსი

700

1
700
კურსის განმავლობაში ისწავლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ Front-End ბიბლიოთეკა – React-ს და მის ეკოსისტემას. თეორიულ ცოდნასთან ერთად შეასრულებ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, კერძოდ, ააწყობ E-commerce ტიპის აპლიკაციას. გაიგებ, როგორ უნდა გადაჭრა პრობლემები აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში.კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შენ გექნება საკმარისი ცოდნა ვებ დეველოპმენტის კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
2 თვე

Angular-ის კურსი

700

2
700
ურსის მიზანია სტუდენტმა აითვისოს Frontend დეველოპმენტის საფუძვლები. კერძოდ, შეისწავლოს Angular ფრეიმვორკი, ნახოს მისი საჭიროება და შესაძლებლობა ვებ-აპლიკაციის შექმნაში.პირველივე შეხვედრის შემდეგ, სტუდენტს წარმოდგენა შეექმნება თუ რა დანიშნულება აქვს ფრეიმვორკს, როგორ ხდება მისი გამოყენება, მართვა. შემდეგ კი გაეცნობა ერთ-ერთი პოპულარული front-end ფრეიმვორკს - ანგულარს. პრაქტიკული ვორქშოპის გარდა, რაც სესიების ძირითადი ნაწილია, ასევე ყურადღება დაეთმობა თეორიულ ცოდნასაც, თუ რა უპირატესობა/მსგავსება აქვს ანგულარს სხვა წამყვან ფრეიმვორკებთან შედარებით, რა მეთოდები უნდა იცოდეს მასთან სამუშაოდ. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებებს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს სტუდენტის ჩართულობას ლექციების მსვლელობისას და ამასთანავე დაეხმარება გამოიმუშავოს კოდის წერის დამოუკიდებელი უნარები. დაკვნით ნაწილში, დავალებად მიეცემა შექმნას მარტივი, მოქნილი პორტფოლიო პროექტი, რომელიც ნამდვილად დაეხმარება კარიერული წინსვლისთვის.

კრიპტოს საფუძვლები

700

2
700
კურსი მონაწილეებს გააცნობს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამყაროს საფუძვლებს, მის ფუნქციონირების პრინციპებსა და რეალურ გამოყენების შემთხვევებს. სტუდენტები შეისწავლიან ციფრული ვალუტების ევოლუციას, ტექნოლოგიას, რომელიც მათ ამოძრავებს, და სხვადასხვა კრიპტოაქტივის ტიპებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ უნარებს, რათა შეძლონ კრიპტოვალუტების ყიდვა, შენახვა, გაგზავნა და დაცვა. გაკვეთილები დაფუძნებულია როგორც თეორიაზე, ასევე პრაქტიკაზე და მოიცავს ბლოკჩეინის მუშაობის ლოგიკას, სხვადასხვა კონსენსუს მექანიზმებს, Web3 კონცეფციას, NFT-ს, DeFi-ს და ციფრული აქტივების მართვის საკითხებს. კურსის ბოლოს სტუდენტები შეძლებენ თავიანთი ცოდნის გამოყენებას ინდივიდუალურ პროექტში.

კიბერუსაფრთხოების კურსი

800

2
800
კიბერუსაფრთხოების კურსის განმავლობაში ისწავლი ვებ აპლიკაციების დაცვას ჰაკერული ტექნიკების გამოყენებით. გაეცნობი როგორ მუშაობს კიბერუსაფრთხოება ვებ დეველოპმენტში, როგორ უნდა ამოიცნო და გამოასწორო მოწყვლადობები, როგორ შექმნა უსაფრთხო კოდი და როგორ დაიცვა მონაცემები.შეისწავლი ისეთ თემებს, როგორიცაა: Linux-ის გარემო, უსაფრთხო კოდირების წესები, API-ებისა და CI/CD პაიპლაინის დაცვა, კრიპტოგრაფია, შეღწევადობის ტესტირება და ინციდენტებზე რეაგირება. იმუშავებ რეალურ ინსტრუმენტებთან: Burp Suite, OWASP ZAP, Nmap, ffuf, Netcat, და სხვები.პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეიძენ უნარებს, რომლებიც დაგეხმარება, გახდე ეთიკური ჰაკერი ან ვებ დეველოპერი უსაფრთხოების ძლიერი აღქმით. შეისწავლი, როგორ იპოვო სისუსტეები აპლიკაციაში და როგორ დაიცვა ის, როგორც პროფესიონალი.

ხელოვნური ინტელექტის (AI-ს) პრაქტიკული კურსი

800

2
800
კურსი მონაწილეებს გააცნობს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპებს და გამოყენების მაგალითებს. ასევე, კურსი სტუდენტებს მისცემს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან ეფექტურად მუშაობის და საკუთარ საქმეში ინტეგრირებისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს. კურსი დაფარავს ხელოვნური ინტელექტის მოკლე ისტორიას, მუშაობის პრინციპებს, სხვადასხვა სექტორებში და ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევებსა და AI ინსტრუმენტებთან სამომხმარებლო დონეზე ეფექტურად მუშაობის საკითხებს.

Python-ის კურსი

900

1
900
კურსის განმავლობაში გაეცნობი ერთ-ერთ გავრცელებულ პროგრამირების ენას Python-ს და მის მთავარ ასპექტებს. გაიგებ, რას ნიშნავს პროგრამული აზროვნება და როგორ უნდა განავითარო იგი. გაეცნობი პროგრამირების და ვებ დეველოპმენტის საფუძვლებს.მიღებული ცოდნა მოგცემს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად გაიკვლიო გზა ამ სფეროში და გახდე პროფესიონალი.

AGILE, SCRUM და KANBAN-ის Advanced კურსი

800

1
800
კურსის განმავლობაში გაიგებ, რა არის და რატომ უნდა აირჩიო Agile, Scrum და Kanban-ი. ისწავლი Agile მეთოდოლოგიის სრულ სამუშაო ციკლს. გაიღრმავებ არსებულ ცოდნას.რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, დააიდენტიფიცირებ პრობლემებს და იმსჯელებ მათი გადაჭრის გზებზე. გაეცნობი ბაზრის მდგომარეობას და ძირითად მოთხოვნებს. საბოლოოდ შეძლებ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაო ნებისმიერ კომპანიაში Agile მეთოდოლოგიით.

Javascript-ის კურსი

700

1
700
კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენას, Javascript-ს. გაეცნობი Javascript-ის მუშაობის პრინციპს. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.Მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მოგცემს, რომ დაიწყო კარიერა ამ სფეროში და განავითარო საკუთარი უნარები.

WordPress & E-commerce Development

650

1
650
კურსის განმავლობაში გაეცნობი მთლიან E-commerce სისტემას. ისწავლი WordPress/WooCommerce ძრავთან მუშაობას, პლაგინების ინსტალაციას და ონლაინ მაღაზიის კატალოგის შექმნას. მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის სფეროში.საბოლოოდ შეძლებ, რომ შექმნა სასურველი ტიპის ვებგვერდი ან ონლაინ მაღაზია.

3D დიზაინი

600

1
600
კურსის განმავლობაში ისწავლი სამგანზომილებიან გრაფიკაზე მუშაობას. დაეუფლები საბაზისო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია 3D რენდერის შესაქმნელად.გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებს Cinema 4D-ში. პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით შეძლებ, რომ გაიუმჯობესო უნარები მოდელირების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროში.საბოლოოდ შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ნებისმიერ სხვა კომპანიაში 3D არტისტად.

ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი

650

0
650
კურსის განმავლობაში ისწავლი 3ds max პროგრამას. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა ფოტორეალისტური ინტერიერის დიზაინი. გაეცნობი სწორი პრინციპებით მუშაობას, ტექსტურების, კამერისა და განათების გამოყენებას, სარენდერო ეფექტებს.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ინტერიერის რენდერების მომზადებას და მოდელირებას. ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ დამკვეთს წინასწარ წარუდგინო პროექტი ზუსტად ისეთი ვიზუალით, როგორიც ეს საბოლოო ინტერიერის შემთხვევაში იქნება.

ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)-ს კურსი

650

1
650
ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში ისწავლი რეჟისურასა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს. გაეცნობი იმ წესებს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა მონტაჟის პროცესში, ასევე გაიგებ, როდის არის მართებული მონტაჟის წესების დარღვევა. კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად გეცოდინება სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიღებული ცოდნით შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ფრილანს.

MOTION DESIGN (AFTER EFFECTS CC) კურსი

600

1
600
კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe After Effects-ის პარამეტრებს ნულიდან. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებს. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სარეკლამო ვიდეო, ახსნითი ანიმაციური ვიდეო (Explainer), ტექსტისა და ლოგოს ანიმაცია.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, დაიწყო ფრილანს კარიერა ან დასაქმდე მოუშენ დიზაინერად.

ბრენდ დიზაინის კურსი

600

1
600
ბრენდის დიზაინის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა ჩამოაყალიბო კონცეფცია, იდეა და მის საფუძველზე ვიზუალი. გაეცნობი ბრენდის დიზაინის ძირითად პრინციპებს. ისწავლი ლოგოტიპისთვის სწორი სტილის შერჩევას, გრაფიკულად აგებას, ფერების, ტიპოგრაფიის და გრაფიკული ელემენტების მოფიქრებას.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ დამკვეთთან მოლაპარაკებას, ბრიფის გაანალიზებას, დიზაინ კვლევის ჩატარებას და დიზაინ პროცესის წარმართვას.

SEO/SEM-ის კურსი

600

1
600
კურსის აღწერაკურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე. გაეცნობი ყველა იმ სტრატეგიას, რომლებსაც თანამედროვე SEO-ს სპეციალისტები იყენებენ. გაიგებ, როგორ უნდა გამოიყენო საკვანძო სიტყვები ისე, რომ ვებგვერდზე ვიზიტორთან რაოდენობა გაზარდო.კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ დაგეგმო მარკეტინგული სტრატეგიები Google-ში მოწინავე პოზიციის დასაკავებლად.

ციფრული პროექტების მართვის კურსი

700

2
700
კურსის შესახებკურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს (Agile, Scrum, Kanban, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები). მენტორი გაგიზიარებს იმ მასალებს და პლატფორმებს, რომლებიც შენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გეცოდინება ყველა ის ხელსაწყო, რომლებსაც დღეს წარმატებული კომპანიები იყენებენ. გექნება საკმარისი ცოდნა, რათა დაიწყო კარიერა ამ სფეროში.

ტექ რეკრუტინგის კურსი

700

2
700
კურსის შესახებ გინდა, რომ გახდე ტექ რეკრუტერი? ტექ რეკრუტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი რეკრუტინგის თანამედროვე მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ისწავლი ყველა ეტაპს რეკრუტინგის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.ისწავლი, როგორ უნდა შეადგინო სამუშაოს აღწერილობა კანდიდატისთვის, როგორ უნდა მოიძიო საუკეთესო კანდიდატი, როგორ უნდა დაამყარო მასთან სწორი კომუნიკაცია. გაიგებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კანდიდატის გამოცდილება და რა როლს ასრულებს ის დამსაქმებლის ბრენდის შენებაში. გარდა ამისა, დეტალურად გაეცნობი ძირითად ტექ პოზიციებს, მათ ფუნქციონალს და სამუშაო აღწერილობას.პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები Linkedin – ის საძიებო ალგორითმებს და ინტერვიუს სწორად წარმართვის ტექნიკას.კურსის ბოლოს შენთვის კარგად ნაცნობი იქნება რეკრუტინგის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.

Product owner -ის კურსი

1000

2
1000
კურსის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს:ეფექტურად შეასრულონ Agile მეთოდოლოგიის მიხედვით Product Owner-ის როლი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაშიდაეუფლონ Product Owner-ისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებსგაიღრმავონ შესაბამისი თეორიული ცოდნა და გამოიყენონ ბაზარზე არსებული საუკეთესო პლატფორმები მუშაობის პროცესშიუკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და გამოცდილება Product Owner-ის შერჩევის პროცესში საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზეგახდნენ მომხმარებლებზე და პროდუქტის ღირებულებაზე ორიენტირებული პროდუქტის ლიდერებისწორად განსაზღვრონ პროდუქტის და ბიზნეს პრიორიტეტები და მართონ პროდუქტით დაინტერესებული მხარეებიშექმნან პროდუქტის წარმატებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და მასალები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით შეძლონ პროდუქტის ფინანსური და მარკეტინგული სტრატეგიის დამოუკიდებლად შექმნაკურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები:შეძლებენ უფრო ეფექტურად შეასრულონ Product Owner როლი ორგანიზაციებში საუკეთესო მიდგომების და ტექნიკების გამოყენებითმნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ პროდუქტის განვითარების პროცესთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასმზად შეხვდებიან Product Owner შერჩევის პროცესს და გააუმჯობესებენ მათი დასაქმების შანსებს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ტექნოლოგიურ პროდუქტს ფლობს.

HR - ადამიანური რესურსების მართვის კურსი

600

2
600
კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისთვის. გაიგებ, როგორ უნდა დაგეგმო სხვადასხვა აქტივობები თანამშრომლების განვითარებისა და ჩართულობისთვის. ისწავლი ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.საბოლოოდ შეძლებ, რომ სწორად დაინახო HR მენეჯმენტის როლი კომპანიაში და განახორციელო ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება.

UI/UX დიზაინის კურსი

1000

0
1000
კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.

ციფრული მარკეტინგის კურსი

650

2
650
კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებს და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.კურსის მიზანია ციფრული კვლევის საფუძველზე დასახო სწორი მიზნები და მისწვდე სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კამპანია.

ქოფირაითინგის კურსი

600

2
600
ქოფირაითინგის კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის. ისწავლი, როგორ დააგენერირო კრეტიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით. გაეცნობი პრინციპებს, რომელიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში. 

ინტერიერის დიზაინის კურსი

700

0
700
ინტერიერის დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Archicad-ს ნულიდან. გაეცნობი ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა, როგორ აქციო ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად.კურსი დაგეხმარება ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებაში და ინდივიდუალური ხედვის ფორმირებაში. საბოლოოდ შეძლებ, რომ გადადგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში და დასაქმდე დამწყები ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ვებ პროგრამირების კურსი (HTML&CSS)

700

2
700
კურსის განმავლობაში ისწავლი ვებგვერდის შექმნას ნულიდან. დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით). გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა. კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.

სოციალური მედიის კურსი

700

0
700
კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.

გრაფიკული დიზაინის კურსი

600

0
800
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით. შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.